Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 26 საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა. 1. საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურის დაწყებისთანავე სამინისტროს, აგრეთვე საქართველოს პროკურატურის ან პროკურორის დავალებით უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის დამკავებელი ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, დაუყოვნებლივ აწვდის ინფორმაციას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდება დასტურდება უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ შედგენილი წერილობითი დოკუმენტით. 2. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა თავის მშობლიურ ენაზე ან მისთვის გასაგებ სხვა ენაზე, პირადად ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მეშვეობით, სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში ან პენიტენციურ დაწესებულებაში. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 26 3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების ან საექსტრადიციო პროცედურა, უფლება აქვს, საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით მიმართოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ სახელმწიფო უწყებებს ამავე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით ინფორმაციის მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული ვადის არასაპატიო მიზეზით დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ. 4. უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ჩაბარების შემდეგ, აგრეთვე მის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში არ ფერხდება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევება ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 26 5. საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ვადა შეიძლება აღდგეს არაუმეტეს საპატიო მიზეზის არსებობის ვადისა. უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა საპატიო მიზეზთან დაკავშირებული გარემოების აღმოფხვრისთანავე, დაუყოვნებლივ (პირველივე შესაძლებლობისთანავე) უნდა მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა. საპატიო მიზეზის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს. 6. თუ საერთაშორისო დაცვა მოითხოვა იმ უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, რომლის მიმართაც მიმდინარეობს საქართველოდან გაძევების პროცედურა და რომელიც არ არის მოთავსებული პენიტენციურ დაწესებულებაში ან სამინისტროს დროებითი განთავსების ცენტრში, სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამისამართებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შესაბამის დანაყოფში და წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე აწვდის ინფორმაციას 5 სამუშაო დღის ვადაში აღნიშნულ დანაყოფში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ხელს აწერს ამ ინფორმაციას. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 26 7. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს დაუყოვნებლივ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის შესახებ, რომელმაც საერთაშორისო დაცვა მოითხოვა, და არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა გაუგზავნოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადება. 8. თუ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ექსტრადიციას ითხოვს უსაფრთხო მესამე ქვეყანა, სამინისტრო იღებს გადაწყვეტილებას ამ კანონის 31-ე მუხლის შესაბამისად საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შესახებ. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, მათ შორის, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების ამ კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში, იგი თავშესაფრის მაძიებლად არ მიიჩნევა, არ ფერხდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ მისი ექსტრადიციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება და ამ გადაწყვეტილების აღსრულება. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 26 9. ამ მუხლის მე-3 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ სარგებლობს ამ კანონის 66-ე მუხლით დადგენილი უფლებებით, მათ შორის, იმავე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სასამართლო დავის წარმოებისას უფასო იურიდიული დახმარების უფლებითა და სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების უფლებით. 10. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში სამინისტროში გამოუცხადებლობის ან/და მის მიერ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურა შეწყდება. 11. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის სამინისტროს სისტემის შესაბამის დაწესებულებაში მოთხოვნის შემთხვევაში სამინისტროს სათანადო დანაყოფებს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი დგინდება მინისტრის ბრძანებით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 26 12. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოდან გაძევების საკითხის განხილვის დაწყების შემდეგ, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში გაძევების საკითხის განხილვა და თავშესაფრის პროცედურა მიმდინარეობს ერთდროულად, ერთი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში. ამ პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადებისა და გაძევების საკითხის განხილვის პროცედურა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება და საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღება ერთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან/მინიჭებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უცხოელის საქართველოდან გაძევების ან მის გაძევებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად, მისი ჩაბარებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 21-126 მუხლებით დადგენილი წესებით. |