FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

დაზღვევის შესახებ

article  201

მომხმარებლის უფლებების დაცვა.
1. მზღვეველი, დაზღვევის შუამავალი ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებელთა უფლებების დაცვა მომხმარებელთან წინასახელშეკრულებო ურთიერთობის, ხელშეკრულების მოქმედებისა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულად შესრულების ყველა ეტაპზე ამ კანონისა და „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. მზღვეველი ასევე ვალდებულია დაიცვას  მომხმარებელთა  უფლებები სამსახურის  მიერ  დადგენილი  წესით  და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის შიდა პოლიტიკისა და მზღვეველის მომხმარებელთა უფლებების დაცვის პროცედურების შესაბამისად.
2. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებელთა უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის, დაზღვევის შუამავლის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას და გამოსცეს სამართლებრივი აქტები, განახორციელოს სათანადო ღონისძიებები, გასცეს წერილობითი მითითებები, დააწესოს დამატებითი მოთხოვნები და შესაბამისი შეზღუდვები.
დაზღვევის შესახებ

article  201

3. სამსახური უფლებამოსილია მომხმარებლის უფლებების დაცვის ზედამხედველობის მიზნით საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების შესაბამისად გამოითხოვოს და დაამუშაოს განმცხადებლის ან/და სხვა მომხმარებლის (მომხმარებლების) შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, ხოლო მზღვეველი და სადაზღვევო ბროკერი ვალდებული არიან სამსახურს მიაწოდონ აღნიშნული ინფორმაცია.
4. მომხმარებელს უფლება აქვს, მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს მზღვეველის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო მზღვეველის ან დაზღვევის აგენტის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.
5. მომხმარებელს უფლება აქვს, სადაზღვევო ბროკერის მიერ ნაკისრი ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე ნებისმიერ სხვა საჯარო დაწესებულებას ან კერძო დაწესებულებას, ხოლო სადაზღვევო ბროკერის მიერ მისი უფლებების დარღვევის შემთხვევაში − მიმართოს აგრეთვე სამსახურს.
დაზღვევის შესახებ

article  201

6. „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მონაწილეს ან ბენეფიციარს უფლება აქვს, აქტივების მმართველი კომპანიის, მზღვეველის ან საპენსიო კომპანიის მიერ იმავე კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში პრეტენზიით მიმართოს აქტივების მმართველ კომპანიას, მზღვეველს ან საპენსიო კომპანიას ან/და სამსახურს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
დაზღვევის შესახებ

article  201

სამსახური უფლებამოსილია:
    ა) გასცეს და გააუქმოს სადაზღვევო საქმიანობის ლიცენზია; განახორციელოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაცია და რეგისტრაციის გაუქმება; ბ) ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვას და შეამოწმოს ეს დოკუმენტები, აგრეთვე შეამოწმოს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტები, ფინანსური ანგარიშგების კომპონენტები და სხვა მასალები, რისთვისაც შეუძლია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერისგან გამოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია; გ) მზღვეველის, სადაზღვევო ბროკერის ან/და ადმინისტრატორის მიმართ გამოიყენოს ამ კანონით განსაზღვრული სანქციები;
    დ) აწარმოოს მზღვეველთა და სადაზღვევო ბროკერთა რეესტრი;
    ე) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალის სახეები, სადაზღვევო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპზე მათი მინიმალური ოდენობა და გაანგარიშების წესი, გაანგარიშებისათვის აუცილებელი დაქვითვის კომპონენტების ჩათვლით;
    ვ) დაადგინოს სადაზღვევო რეზერვების სახეობათა განსაზღვრისა და შექმნის, აგრეთვე სადაზღვევო რეზერვების დასაფარავად დასაშვები აქტივების და მათი სტრუქტურის განსაზღვრის წესი; ზ) სადაზღვევო ორგანიზაციისა და სადაზღვევო ბროკერისთვის დაადგინოს შიგა აღრიცხვის მოთხოვნები;
დაზღვევის შესახებ

article  201

თ) (ამოღებულია - 08.06.2016, №5384);
    ი) განსაზღვროს მზღვეველის კაპიტალსა და ვალდებულებებს შორის ზღვრული თანაფარდობა;
    კ) განსაზღვროს მზღვეველის გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი;
    ლ) შექმნას მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო დოკუმენტაცია სადაზღვევო საკითხების შესახებ; მ)  შეიმუშაოს და გამოსცეს ინსტრუქციები და ნორმატიული აქტები სადაზღვევო საქმიანობისა და დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის რეგულირების შესახებ; მ-1 მუხლით დადგენილი უფლებამოსილების განსახორციელებლად;
    ნ) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის როგორც უშუალო, ისე ბენეფიციარი მესაკუთრეების შესახებ;
    ო) მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია მზღვეველის კაპიტალის წარმოშობის შესახებ;
    პ) დაადგინოს მზღვეველის ანგარიშგების ფორმები (ფინანსური, სტატისტიკური და სხვა) და მათი წარდგენის პროცედურა;
    ჟ) ითანამშრომლოს უცხო ქვეყნის საზედამხედველო ორგანოსთან საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, რაც შეიძლება მოიცავდეს ინფორმაციის გაცვლას და ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის დადებას;
    რ) გამოაქვეყნოს სადაზღვევო ბაზრის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია;
დაზღვევის შესახებ

article  201

ს)  დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის რეგისტრაციის, მისი რეგისტრაციის გაუქმებისა და სადაზღვევო ბროკერის, როგორც დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის დამოუკიდებლად განმახორციელებელი სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის, მიერ ანგარიშგების წარდგენის წესი, აგრეთვე სადაზღვევო ბროკერის დამფუძნებლისა და ადმინისტრატორის შესაფერისობის კრიტერიუმები;
    ტ) დაადგინოს მზღვეველის ლიკვიდაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების წესი;
    უ) დაადგინოს სადაზღვევო საქმიანობის დაწყებიდან მომდევნო 3 წლის ბიზნესგეგმის ძირითადი მონაცემები და ფორმა.
    ფ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის მიერ დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობის განხორციელების ყველა ეტაპისთვის კაპიტალის/საგარანტიო ფონდის მინიმალური ოდენობა და შესაბამისი მოთხოვნები;
    ქ) დაადგინოს სადაზღვევო ბროკერის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის წესი;
    ღ) განიხილოს მომხმარებლის განცხადებები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ ნორმატიული და მეთოდოლოგიური დოკუმენტებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის თაობაზე;
    ყ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ზედამხედველობა გაუწიოს მზღვეველის მიერ სადაზღვევო საქმიანობის კეთილსინდისიერების, გულისხმიერებისა და წინდახედულობის პრინციპების დაცვით განხორციელებას;
დაზღვევის შესახებ

article  201

შ) დაადგინოს საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე დამატებითი მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის ინფორმაციული უსაფრთხოების სისტემების მიმართ და გამოსცეს შესაბამისი რეკომენდაციები;
    ჩ) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ;
    ც) დაადგინოს მოთხოვნები მზღვეველის მიერ ინფორმაციული ტექნოლოგიების ფუნქციის სრული ან ნაწილობრივი აუტსორსინგის (მათ შორის, ძირითად საქმიანობაში გამოყენებული ინფორმაციული სისტემის აუტსორსინგული ხელშეკრულებების) მიმართ და მათი სამსახურთან შეთანხმების წესი;
    ძ) დაადგინოს მზღვეველისა და დაზღვევის შუამავლის მიერ ამ კანონის 20-1 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებების რეალურ დროში შესრულების მონიტორინგის წესი; ძ-1) განახორციელოს სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით, 21-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებით, 23-ე მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებითა და 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობა;
    წ) განახორციელოს „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები.
დაზღვევის შესახებ

article  201

ჭ) „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განახორციელოს დამატებითი ზედამხედველობა ფინანსურ კონგლომერატში შემავალი შესაბამისი სუბიექტის დონეზე, აგრეთვე განახორციელოს იმავე კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი;
    ხ) დამატებითი ზედამხედველობის განხორციელებისას შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან ერთად მიიღოს „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები/ზომები, განახორციელოს შესაბამისი ღონისძიებები, აგრეთვე გამოსცეს ნორმატიული და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები იმავე კანონის შესაბამისად.