Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საზღვაო კოდექსი article 152 1. გადამზიდავისათვის განკუთვნილ მთლიან თანხას გადაიხდის ტვირთის გამგზავნი (დამფრახტველი). ტვირთის გამგზავნსა და გადამზიდავს შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ასევე საკაბოტაჟო გადაზიდვისას საქართველოს საზღვაო ტრანსპორტზე მოქმედი წესების შესაბამისად, დასაშვებია გადაზიდვის საფასური გადაიხადოს ტვირთის მიმღებმა. 2. მიმღები ვალდებულია ტვირთის მიღებისთანავე გადაიხადოს ფრახტი (თუ ის ადრე არ იყო გადახდილი), გემის მოცდენის საფასური (თუ ასეთი რამ მოხდა) და სატვირთო ხარჯები, ხოლო საერთო ავარიის შემთხვევაში გადაიხადოს საავარიო შესატანი ან წარმოადგინოს სათანადო უზრუნველყოფა. 3. გადამზიდავს უფლება აქვს არ ჩააბაროს ტვირთი გადაზიდვის საფასურის ანაზღაურებამდე ან უზრუნველყოფის წარმოდგენამდე. 4. თუ გადამზიდავი ჩააბარებს ტვირთს, მას აღარა აქვს უფლება მოითხოვოს მიუღებელი ანაზღაურება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას არ შეეძლო ტვირთის დაკავება მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო. |