FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  44

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობა.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობა შეუთავსებელია სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოსა და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობასთან, სახელმწიფო სამსახურსა და საჯარო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასა და სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობებისა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი არ შეიძლება ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელის, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას, იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
2. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების მხარდამჭერ ან საწინააღმდეგო შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ

article  44

3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩეული პირი ვალდებულია არჩევიდან 10 დღის ვადაში შეწყვიტოს თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან გადადგეს მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან. სანამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე არჩეული პირი არ შეწყვეტს თანამდებობასთან შეუთავსებელ საქმიანობას ან არ გადადგება მის სტატუსთან შეუთავსებელი თანამდებობიდან, იგი უფლებამოსილი არ არის, შეუდგეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის უფლებამოსილების განხორციელებას. თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს ამ პუნქტით დადგენილ მოთხოვნას, მას უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.