Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 9 შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვება. 1. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით გაიყვანოს თავისი ქსელი შენობის დაშვების წერტილამდე. 2. ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, ნებისმიერ შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაზე განათავსოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელი, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 3. შენობის დაშვების წერტილისა და შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის მფლობელი ვალდებულია დააკმაყოფილოს ავტორიზებული პირის შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვებასთან დაკავშირებული გონივრული მოთხოვნა სამართლიანი და არადისკრიმინაციული პირობებით. 4. თუ ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში შენობის შიდა ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების თაობაზე წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან 1 თვის ვადაში მხარეები ვერ შეთანხმდებიან, თითოეულ მხარეს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნასთან შესაბამისობის დასადგენად კომისიას მიმართოს. კომისია ვალდებულია თანასწორობის პრინციპის დაცვით, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2 თვისა, მიიღოს გადაწყვეტილება დავის გადასაწყვეტად. კომისიის გადაწყვეტილება შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. |
სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ article 9 5. შენობის შიდა ფიზიკური ინფრასტრუქტურის არარსებობის შემთხვევაში ავტორიზებულ პირს უფლება აქვს, გაიყვანოს თავისი ქსელი აბონენტამდე და ამ ქსელის დასრულების წერტილად აბონენტთან შეთანხმების საფუძველზე განსაზღვროს აბონენტის საცხოვრებელი ადგილი, იმ პირობით, რომ მესამე მხარის კერძო საკუთრებაზე გავლენა მინიმუმამდე შემცირდება. |