Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
დიზაინის შესახებ article 11 განაცხადი. 1. განაცხადს საქპატენტს წარუდგენს განმცხადებელი ან მისი წარმომადგენელი. 2. თუ განმცხადებელი დიზაინერის უფლებამონაცვლეა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელი საბუთი. 3. თუ განაცხადი წარადგინა განმცხადებლის წარმომადგენელმა, განაცხადს წარდგენისთანავე ან წარდგენის დღიდან 2 თვის ვადაში უნდა დაერთოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების დამადასტურებელი საბუთი. 4. განაცხადი უნდა შეიცავდეს: ა) განცხადებას დიზაინის რეგისტრაციის შესახებ (შემდგომში – განცხადება); ბ) დიზაინის გამოსახულებას. 5. განაცხადი შეიძლება შეიცავდეს აღწერილობას, რომელიც მხოლოდ განმარტებითი ხასიათისაა. 6. განაცხადის წარდგენა ხდება საქპატენტში საგანაცხადო მასალის უშუალოდ შეტანით ან სხვა გზით. 7. განაცხადი შეტანილად მიიჩნევა იმ მომენტიდან, როდესაც წარდგენილია განცხადება და დიზაინის გამოსახულება. 8. განაცხადის ფორმა და წარდგენის წესი განისაზღვრება დიზაინის რეგისტრაციის შესახებ ინსტრუქციით (შემდგომში – ინსტრუქცია). |