FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  65

სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანება.
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მას, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
    ა) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
    ბ) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს მისი მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში, თუ ეს დაზიანება შეუძლებელს ხდის მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის ჯეროვნად შესრულებას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს ამ მეხანძრე-მაშველის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, პიროვნული და საქმიანი თვისებებისა და განათლების შესაბამის სხვა თანამდებობაზე დასაქმებას.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  65

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ობიექტური მიზეზის გამო ვერ უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის სამსახურში დასაქმებას, მას უმუშევრობის პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 1 წლისა, ყოველთვიურად ეძლევა კომპენსაცია ბოლო დაკავებული თანამდებობისათვის გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს სრული ოდენობით.
5. მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხი დგინდება საქართველოს კანონმდებლობით.