FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 8

დაზღვევის შესახებ

article  2

კანონში გამოყენებული ძირითადი ცნებები. ამ კანონში გამოყენებულ ცნებებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
    ა) დაზღვევა – ურთიერთობა, რომელიც მყარდება ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე, გარკვეული გარემოებების (სადაზღვევო შემთხვევების) დადგომისას;
    ბ) სადაზღვევო საქმიანობა – მზღვეველის საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან; ბ-1) ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობა – მზღვეველის, აქტივების მმართველი კომპანიისა და საპენსიო კომპანიის საქმიანობა, რომელიც გათვალისწინებულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით;
    გ) მზღვეველი – გ.ა) სააქციო საზოგადოების ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია სადაზღვევო საქმიანობის განსახორციელებლად და რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული აქვს დაზღვევის შესაბამისი სახეობის განხორციელების ლიცენზია;
დაზღვევის შესახებ

article  2

გ.ბ) ეკონომიკური განვითარებისა და ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში რეგისტრირებული და შესაბამისი ორგანოების მიერ ლიცენზირებული სადაზღვევო და გადაზღვევის ორგანიზაციების მიერ საქართველოში დაფუძნებული ფილიალი (წარმომადგენლობა ), რომელიც რეგისტრირებულია ფილიალის (წარმომადგენლობის) რეგისტრაციისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით .
    დ) დამზღვევი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელმაც დადო დაზღვევის ხელშეკრულება მზღვეველთან;
    ე) დაზღვეული – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. დამზღვევი შეიძლება იმავდროულად იყოს დაზღვეული, თუ დაზღვევის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;
    ვ) მოსარგებლე – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც დაზღვევის ხელშეკრულების ან სავალდებულო დაზღვევის შესახებ კანონმდებლობის თანახმად იღებს სადაზღვევო ანაზღაურებას;
    ზ) დაზღვევის აგენტი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მოქმედებს მზღვეველის დავალებით და სახელით მისთვის მზღვეველის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
დაზღვევის შესახებ

article  2

თ) სადაზღვევო ბროკერი –  ინდივიდუალური მეწარმე ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი იურიდიული პირი, რომელიც ამ კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებულია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (შემდგომ – სამსახური) მიერ და დამოუკიდებლად ახორციელებს დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობას, როგორც თავისი სამეწარმეო საქმიანობის სახეს; თ-1) დაზღვევის სფეროში საშუამავლო საქმიანობა – დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დასადებად პირის მიერ განხორციელებული საშუამავლო ანაზღაურებადი საქმიანობა, რომელიც მოიცავს ქვემოთ ჩამოთვლილი მოქმედებებიდან ერთ-ერთს მაინც: თ-1.ა) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით შეთავაზებას; თ-1.ბ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების დადების მიზნით მოსამზადებელი სამუშაოების შესრულებას, დაზღვევის ხელშეკრულების დადების ორგანიზებას; თ-1.გ) მზღვეველის სახელით დაზღვევის ხელშეკრულების დადებას ან/და გადამზღვეველი კომპანიის სახელით გადაზღვევის ხელშეკრულების დადებას; თ-1.დ) დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით, სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე ზარალის შეფასებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გადახდის პროცედურების ადმინისტრირებას;
დაზღვევის შესახებ

article  2

თ -1.ე) მზღვეველის/დამზღვევის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფარგლებში დაზღვევის ხელშეკრულების/გადაზღვევის ხელშეკრულების შესრულების ხელშეწყობას, სადაზღვევო პრემიის შეკრებისა და სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის უფლების ჩათვლით;
    ი) სადაზღვევო რისკი – მოვლენა, რომელიც შეიცავს მისი დადგომის შესაძლებლობის და შემთხვევითობის ნიშნებს და რომლის გამოც ხდება დაზღვევა;
    კ) სადაზღვევო შემთხვევა – მოვლენა, რომლის დადგომისას სადაზღვევო ხელშეკრულება ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გადახდას;
    ლ) სადაზღვევო პოლისი – მზღვეველის მიერ გაცემული ხელმოწერილი საბუთი – მოწმობა დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ;
    მ) გადაზღვევა – ოპერაცია, რომლის დროსაც მზღვეველი გადაზღვევის ხელშეკრულების საფუძველზე და თითოეული ასეთი ხელშეკრულების თავისებურების გათვალისწინებით ახორციელებს სადაზღვევო რისკის და მასთან დაკავშირებული ზარალის მთლიან ან ნაწილობრივ გადაცემას გადამზღვეველი კომპანიისათვის;
    ნ) საპენსიო კომპანია – იურიდიული პირი, რომელიც განსაზღვრულია „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით;
    ო ) (ამოღებულია) ;
    პ ) (ამოღებულია) ;
დაზღვევის შესახებ

article  2

ჟ) მნიშვნელოვანი წილი –  მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის განცხადებული ან შევსებული კაპიტალის 10 პროცენტი ან 10 პროცენტზე მეტი წილი, რომელსაც პირი ფლობს პირდაპირი მონაწილეობით ან არაპირდაპირი მონაწილეობით;
    რ) ადმინისტრატორი – მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (მათ შორის, დამოუკიდებელი წევრი), მზღვეველის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული მზღვეველის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელი პირი (მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული სადაზღვევო ბროკერის ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირი), სადაზღვევო ბროკერის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი (არსებობის შემთხვევაში), იმ სადაზღვევო ბროკერის შემთხვევაში,  რომელიც ინდივიდუალური მეწარმეა, − ინდივიდუალური მეწარმე, საპენსიო კომპანიის შემთხვევაში − საპენსიო კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოსა და ხელმძღვანელი ორგანოს წევრი;
    ს) არაპირდაპირი მონაწილეობა – იურიდიული პირის განთავსებული კაპიტალის წილის ფლობა შესაბამისი მესამე პირის მეშვეობით;
    ტ) ბენეფიციარი მესაკუთრე – საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირი;
დაზღვევის შესახებ

article  2

უ) შვილობილი საწარმო (შვილობილი ორგანიზაცია) – იურიდიული პირი, რომელშიც მზღვეველი ფლობს წილის (ხმის უფლების მქონე აქციების, პაის) 50 პროცენტს ან 50-ზე მეტ პროცენტს, ხოლო იურიდიული სტატუსის არმქონე ორგანიზაციული წარმონაქმნის შემთხვევაში – აკონტროლებს მას;
    ფ) ფილიალი – მზღვეველის სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც მზღვეველის მმართველი ორგანოს გადაწყვეტილების საფუძველზე ახორციელებს მზღვეველის საქმიანობას, რომელიც დაკავშირებულია დაზღვევისა და გადაზღვევის ხელშეკრულებების დადებასა და განხორციელებასთან;
    ქ) საზედამხედველო საფასური – მზღვეველის მიერ გამომუშავებული ბრუტო-პრემიის ან/და მაგროვებადი და დაბრუნებადი სიცოცხლის დაზღვევის სახეობებში მზღვეველის კუთვნილი შემოსავლის ამ კანონის 19 -1 მუხლით განსაზღვრული ოდენობა.
    ღ) მომხმარებელი: ღ.ა) სადაზღვევო მომსახურების მიღების განზრახვის მქონე ფიზიკური პირი ან დაზღვევის ხელშეკრულების დადების ეტაპზე − დამზღვევი ფიზიკური პირი; ღ.ბ) დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების ყველა ეტაპზე − დამზღვევი, დაზღვეული, მოსარგებლე ან/და მესამე პირი (სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევიდან გამომდინარე, პირი, რომელსაც ზიანი მიადგა).
დაზღვევის შესახებ

article  2

ყ) მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – პირი, რომელიც მზღვეველთან სამართლებრივად ან/და ეკონომიკურად დაკავშირებული არ არის, მათ შორის, არ ფლობს ამ მზღვეველის აქციებს, არ განიცდის აღნიშნული მზღვეველის ან სხვა, გარე მხარის გავლენას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებაში, აგრეთვე არ იღებს ამ მზღვეველისგან ანაზღაურებას ან სხვა ეკონომიკურ სარგებელს, გარდა მზღვეველის სამეთვალყურეო საბჭოს წევრობისთვის ან/და მზღვეველის აუდიტის კომიტეტის წევრობისთვის დადგენილი ანაზღაურებისა.
    შ) ანუიტეტი – შ.ა) სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას პირის სიცოცხლის განმავლობაში (ანუიტეტი სიცოცხლის ხანგრძლივობით); შ.ბ) სიცოცხლის დაზღვევის სახეობა, რომელიც უზრუნველყოფს რეგულარულ გადახდას კონკრეტული ვადის განმავლობაში, რომელიც დამოკიდებული არ არის პირის სიცოცხლის ხანგრძლივობაზე და აღემატება 1 წელს (ანუიტეტი განსაზღვრული ვადით);
    ჩ) აქტივების მმართველი კომპანია – „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოში დაფუძნებული და ლიცენზირებული აქტივების მმართველი კომპანია.
დაზღვევის შესახებ

article  2

ც) ფინანსური კონგლომერატი − „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფინანსური კონგლომერატი.