Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
თავდაცვის კოდექსი article 98 სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებები. 1. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვის ელექტრონული სისტემის ფუნქციონირების მიზნით: ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მიაწოდოს შესაბამისი პირის შემდეგი საიდენტიფიკაციო მონაცემები − სახელი, გვარი, პირადი ნომერი, სქესი, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, რეგისტრაციის მისამართი, ფოტოსურათი, აგრეთვე ინფორმაცია მისი მოქალაქეობის შესახებ; ბ) საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ; გ) სასამართლო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის მიმართ განაჩენის ძალაში შესვლის შესახებ (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის); |
თავდაცვის კოდექსი article 98 დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო უზრუნველყოფს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ელექტრონული სახით რეალურ დროში შემდეგი ინფორმაციის ხელმისაწვდომობას: დ.ა) რეზერვისტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების შესახებ; დ.ბ) რეზერვისტის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ − ამ ვადის ამოწურვიდან აღნიშნული სტატუსის გადამოწმებამდე პერიოდში, მაგრამ არაუმეტეს 3 თვისა; ე) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის მიერ სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდის შესახებ; |
თავდაცვის კოდექსი article 98 ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში შეატყობინოს შესაბამისი პირის უგზო-უკვლოდ დაკარგვის გამო ძებნის გამოცხადების შესახებ, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგინოს მას ინფორმაცია შესაბამისი პირისთვის ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყლების თაობაზე (თუ პირი მსჯავრდებულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ დანაშაულის, ტერორიზმის, სამხედრო სამსახურის წინააღმდეგ დანაშაულის, კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენისთვის); ზ) საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია შესაბამისი პირის სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; თ) საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; |
თავდაცვის კოდექსი article 98 ი) სპეციალური სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი შესაბამისი უწყება ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; კ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, საქართველოს პროკურატურა ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს მოთხოვნის შემთხვევაში 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ლ) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; მ) საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; |
თავდაცვის კოდექსი article 98 ნ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს 10 დღის ვადაში მიაწოდოს ინფორმაცია ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების შესახებ; ო) შესაბამისი პირი ვალდებულია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს წერილობითი მოთხოვნიდან 10 დღის ვადაში წარუდგინოს: ო.ა) ინფორმაცია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ; ო.ბ) ინფორმაცია სამოქალაქო და სამხედრო განათლების, პროფესიისა და სპეციალობის შესახებ; ო.გ) ინფორმაცია სამუშაო გამოცდილების შესახებ; ო.დ) ინფორმაცია ტელეფონის ნომრისა და ელექტრონული ფოსტის შესახებ; ო.ე) ამ კოდექსის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოების დამადასტურებელი დოკუმენტები. |
თავდაცვის კოდექსი article 98 2. სამობილიზაციო რეზერვის აღრიცხვასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზების მიზნით უზრუნველყოფილია სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელი სუბიექტისთვის ამ მუხლით გათვალისწინებული ბაზების ხელმისაწვდომობა (მათ შორის, შესაბამისი პირის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით). აღნიშნული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |