Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 45 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღების ზოგადი მოთხოვნები. 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ მიიღება (თანამდებობაზე დაინიშნება) საქართველოს მოქალაქე/უცხოელი, რომელმაც მიაღწია 18 წლის ასაკს, იცის საქართველოს სახელმწიფო ენა, აქვს არანაკლებ სრული ზოგადი განათლება, თავისი პიროვნული და საქმიანი თვისებების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური მომზადების დონის გათვალისწინებით შეუძლია დაკისრებული ფუნქციების შესრულება და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. ამ მუხლის მიზნებისთვის უცხოელი არის „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 2. უცხოელი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მოსამსახურედ შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის სახით. 3. პირს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა, სამოქალაქო პირისა, სხვა საჯარო მოსამსახურისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება. |
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 45 4. მოსამსახურის სამსახურში მიღებისა და მის მიერ სამსახურის გავლის წესი, მათ შორის, ის საკითხები, რომლებიც მოწესრიგებული არ არის ამ კანონით, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. |