Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ article 26 სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავება და მიღება. 1. სახანძრო უსაფრთხოების ზომები მუშავდება ხანძრის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების, ნივთიერების, მასალის, ტექნოლოგიური პროცესის, ნაკეთობის, კონსტრუქციის, შენობის, ნაგებობის ხანძარსაშიშროების შეფასების საფუძველზე. 2. ნივთიერების, მასალის, ნაკეთობისა და დანადგარის დამამზადებელი (მიმწოდებელი) ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითოს მათი ხანძარსაშიშროების მაჩვენებლები, აგრეთვე მათთან მუშაობისათვის აუცილებელი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნები. 3. მეწარმე სუბიექტისა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შენობის, ნაგებობის, სხვა ობიექტის სახანძრო უსაფრთხოების ზომების შემუშავებისას და მიღებისას, აგრეთვე ამ ობიექტის დაპროექტებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ხანძრის დროს ადამიანების ევაკუაციის უზრუნველყოფის ღონისძიებები. 4. აფეთქებახანძარსაშიში ობიექტი ადამიანთა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებების გათვალისწინებით შეიმუშავებს ხანძრის ჩაქრობის გეგმას. |