FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  13

რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მომზადება და მზადყოფნა.
1. ეროვნული სისტემის სუბიექტები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფენ საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირებისათვის ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის მიზნით რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით მომზადებასა და მზადყოფნას.
2. რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მზადყოფნა ხორციელდება კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვით, რომელიც უზრუნველყოფს მოსალოდნელი ან ფაქტობრივი საგანგებო სიტუაციის წინასწარ განსაზღვრისა და მასზე დაუყოვნებლივ რეაგირების მიზნით ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენას.
3. სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და საგანგებო სიტუაციაში ქცევის წესების, აგრეთვე სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნებისა და საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლებას უზრუნველყოფენ აღნიშნული დაწესებულებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან შეთანხმებული პროგრამებით.
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ

article  13

4. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია საგანგებო სიტუაციის პრევენციის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში ცნობიერების ამაღლებისა და პრაქტიკული უნარების გამომუშავების უზრუნველყოფის მიზნით დაგეგმოს და განახორციელოს მიზნობრივი პროექტები, მათ შორის, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ან/და არასამთავრობო/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
5. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რეაგირების ძალებისა და საქართველოს მოქალაქეთა მზადყოფნის უზრუნველყოფის მიზნით ტარდება აგრეთვე სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიში (შემდგომ − ვარჯიში).
6. ვარჯიშის სახეებია:
    ა) სამეთაურო-საშტაბო ვარჯიში;
    ბ) ტაქტიკურ-სპეციალური ვარჯიში;
    გ) კომპლექსური ვარჯიში.
7. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.