FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საზღვაო კოდექსი

article  15

კოდექსში აღნიშნული ტერმინები, რომლებიც მითითებულია ქვემოთ მოყვანილ თავებში, გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით:
    ა) (ამოღებულია – 05.06.2012, №6386); ა-1) (ამოღებულია - 31.05.2023, №3043);
    ბ) (ამოღებულია – 10.05.2022, №1547); ბ-1) ამ კოდექსის მიზნებისთვის − „სანავსადგურე ერთეული“ − საქართველოს ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი ფორმით შექმნილი, დამოუკიდებელი იურიდიული პირი, რომელსაც აქვს ჰიდროტექნიკური ნაგებობები, სატვირთო ოპერაციებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა და შესაბამისი ტერიტორია და რომლისთვისაც გამოყოფილია სათანადო სტატუსის მქონე საზღვაო აკვატორია. ორი ან ორზე მეტი სანავსადგურე ერთეულისთვის შეიძლება გამოყოფილი იყოს საერთო საზღვაო აკვატორია ან აკვატორიის ნაწილი. ტერმინში „სანავსადგურე ერთეული“ არ იგულისხმება სამხედრო დანიშნულების სანავსადგურე ინფრასტრუქტურა; ბ-2) ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − საზღვაო შემთხვევა, რომელიც გემის მიერ ზღვაოსნობაუნარიანობის დაკარგვით, ადამიანის გარდაცვალებით ან ბუნებრივი გარემოს მნიშვნელოვანი დაბინძურებით/დაზიანებით დასრულდა;
საზღვაო კოდექსი

article  15

ბ-3) სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ კლასიფიცირდება, როგორც ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა, და გულისხმობს გემზე ხანძარს ან აფეთქებას, მის შეჯახებას, შეხებას, მეჩეჩზე დაჯდომას, უამინდობით ან ყინულთან კონტაქტით გამოწვეულ დაზიანებას, გემის კორპუსის გაბზარვას ან სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას ან სხვა შემთხვევას: ბ-3.ა) რომელიც იწვევს გემის ძირითადი ძრავების გათიშვას, მისი ეკიპაჟისა და მგზავრების საცხოვრებელი ნაწილის სერიოზულ დაზიანებას, გემის კორპუსის სერიოზულ სტრუქტურულ დაზიანებას და მისი მთლიანობის რღვევას და სხვა შედეგებს; ბ-3.ბ) რომელიც გემის გადაადგილებას შეუძლებელს ხდის ან იწვევს გარემოს დაბინძურებას (მიუხედავად ზღვაში ჩაღვრილი ნივთიერებების რაოდენობისა) ან რომლის დროსაც გემს ბუქსირება ან სანაპიროდან დახმარება ესაჭიროება; ბ-4) ნაკლებად სერიოზული საზღვაო შემთხვევა − მოკვლევის მიზნებისთვის − შემთხვევა, რომელიც არ არის ძალიან სერიოზული საზღვაო შემთხვევა ან სერიოზული საზღვაო შემთხვევა;
საზღვაო კოდექსი

article  15

ბ-5) საზღვაო ინციდენტი − მოკვლევის მიზნებისთვის − მოვლენა ან მოვლენათა თანხვდენა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ არ არის კლასიფიცირებული, როგორც საზღვაო შემთხვევა, ზემოქმედებას ახდენს საზღვაო უსაფრთხოებაზე. საზღვაო ინციდენტი შეიძლება გულისხმობდეს გემის ტექნიკურ გაუმართაობას, მისი აღჭურვილობის გაუმართაობას ან ნაოსნობის სირთულეს, რამაც შესაძლებელია შეაფერხოს გემი ან საფრთხე შეუქმნას მას, გემზე მყოფ პირებს ან ბუნებრივ გარემოს, მაგრამ არ გამოიწვიოს ზიანი ან სერიოზული ზარალი;
    გ) V თავში – „საზღვაო ნავსადგურის კაპიტანი“ – იგულისხმება საქართველოს ყველა არასამხედრო ნავსადგურის კაპიტანი თევზჭერის ნავსადგურის კაპიტნის ჩათვლით;
    დ) VI თავში – „სალოცმანო სამსახური“ – იგულისხმება სამსახური, რომელიც ახორციელებს სანაოსნო ურთიერთობას საზღვაო ლოცმანების მიერ ნავსადგურების მისასვლელებთან, სანავსადგურე ერთეულების შიგა წყლებში და ნავსადგურებს შორის გემების გაცილებისას;
    ე) VII თავში − „ზღვაში ჩაძირული ქონება“ − იგულისხმება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში ან შიგა წყლებში ჩაძირული, აგრეთვე მეჩხერ წყლებზე, კლდეებზე და სხვა ადგილებში გამორიყული გემი, მისი ნამსხვრევები, მოწყობილობანი, ტვირთი და სხვა;
საზღვაო კოდექსი

article  15

ვ) XXI თავში – „გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები“ – იგულისხმება იმ გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფარგლები, რომელსაც ეკუთვნის საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავი გემი. უცხო ქვეყნის სახელმწიფო დროშით მცურავი ბირთვული გემის გემთმფლობელისა და ოპერატორის პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ გემის დროშის სახელმწიფოს კანონმდებლობით, მაგრამ თუ მისი ფარგლები ამ კოდექსით განსაზღვრულზე დაბალია, გამოიყენება ამ კოდექსის შესაბამისი დებულებები;
    ზ) XXII თავში – „პრივ ილეგიური მოთხოვნები“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც დავა განიხილება საქართველოში;
    თ) XXIII თავში – „საზღვაო პროტესტი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც საზღვაო პროტესტი წარედგინება ნოტარიუსს და/ან საქართველოს შესაბამის პირს;
    ი) XXIV თავში – „პრეტენზია და სარჩელი“ – იგულისხმება შემთხვევა, როდესაც შესაბამისი ურთიერთობები რეგულირდება ამ კო დექსით, ამასთან კოდექსის 364-ე და 374-ე მუხლების დებულებები ეხება მხოლოდ საქართველოში წარმოშობილ ურთიერთობებს;
საზღვაო კოდექსი

article  15

კ) მხარეთა უფლება-მოვალეობანი ტვირთის საზღვაო გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი VIII), მგზავრთა საზღვაო გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის ხელშეკრულების (თავი IX), საზღვაო კრუიზის (თავი X), გემის გარკვეული ვადით დაქირავების (თავი XI), გემის უეკიპაჟოდ დაქირავების (თავი XII), საზღვაო იპოთეკის (თავი XIII), ბუქსირზიდვის ხელშეკრულების (თავი XIV) და საზღვაო დაზღვევის ხელშეკრულების (თავი XV) მიხედვით განისაზღვრება გაფორმების ადგილის კანონით, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.